ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას ვულოცავ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, – ამის შესახებ ვროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ როგორი არასტაბილური ვითარებაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ვნახეთ ნახევარი წლის განმავლობაში საქართველოს დემოკარტიის სიმწიფის გამოცდა. ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას ვულოცავ შეთანხმებაზე ხელის მოწერას. ამ საზოგადოებაში ვგულისხმობ როგორც მმართველ გუნდს, ისე ოპოზიციას. მინდა მოგილოცოთ რომ პოლიტიკური კრიზისი უკვე დასრულებისკენ მიდის.
მინდა შევაქო შარლ მიშელის მუშაობა. ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო შეშფოთებულები ვიყავით. ახლა დროა შეშფოთების ენიდან გამოვიდეთ. იმედი მაქვს, შარლ მიშელი წარამატებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა სახელმწიფოებთანაც მიაღწევს. ვფიქრობ, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ევრონესტში.
ვხედავ, ჩვენი მხრიდან დიდ საჭიროებას, შევქმნათ უფრო მეტი შესაძლებლობა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უფრო ამბიციური არიან. თუ არის საჭიროება, საქართველოსა და უკრაინას მიენიჭოს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა, ასევე არსებობს საჭიროება, ანალოგიური მივცეთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენი მხრიდან გასულ წელს ევროპარლამენტში განხილული იდეები, როგორიცაა სექტორული ინტეგრაცია, უნდა იყოს უფრო კონკრეტული.ყველა ამ იდეას უნდა ჰქონდეს მკაფიო ნიშნულები და მკაფიო პრაქტიკული საგზაო რუკა, თუ სად მიგვიყვანს ეს ინტეგრაცია, რა სახის სარგებელს მიიღებენ ქვეყნები, თუ ამ მიზანს მიაღწევენ.
ვიტყოდი, რეალურად თუ ვაცნობიერებთ, რომ არსებობს საჭიროება, საქართველოსა და უკრაინას მიენიჭოთ ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა, ასევე არსებობს საჭიროება, ანალოგიური მაპი მივცეთ ამ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. სწორედ ეს არის, რაც ევროკავშირმა უნდა განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება.
ვულოცავ ყველა პასუხისმგებელ პოლიტიკოსს, ვინც მოუსმინა ქართველ ხალხს და დააყენა ხალხის ინტერესი პარტიულ ინტერესებზე მაღლა. ველოდები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას“, – აცხადებს კუბილიუსი.











