„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, გერმანიის ელჩს აკრიტიკებს.
მისი თქმით, ელჩი თარგმანში დაკარგულს ჰგავს.
„რაც შეეხება ბატონ ჰუბერტს, ვუთანაგრძნობ მას უკვე მერამდენედ უნდა გაეხვიოს ეგეთ შარში „თარგმანში დაკარგულს” ჰგავს, მერე ბოდიშის მოხდა უწევს.
ბოდიში მოგვიხადა შეცდომაში შეგვიყვანეს 20 ივნისზეო.
ასე, რომ ზოგჯერ გამოცდილება არ ჰყოფნით დიპლომატებს და შარში ეხვევიან, ვუთანაგრძნობ მათ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დაგაინტერესებთ: რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა – გერმანიის ელჩი











