საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის გორში მომხდარ ავარიას ეხმაურება.
პრეზიდენტი უსამძიმრებს ოჯახს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“,- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ავარია გორში, გვიან ღამით მოხდა, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 10 ადამიანი. მიკროავტობუსის მგზავრები სამეგრელოში თბილისიდან ბრუნდებოდნენ.











