ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა.
„ღრმად დამწუხრებულები ვართ შატილში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“,- ნათქვამია განცხადებაში.
უბედური შემთხვევა შატილში 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტული მიკროავტობუსი 80 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი. 3 მგზავრის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.











