WHO-ს მთავარი მეცნიერის, სუმია სვამინათანის განცხადებით, ახალგაზრდებს, შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად დაცდა 2022 წლამდე მოუწიოთ. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
მისი თქმით, პირველ რიგში, ვაქცინა მაღალ რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანებსა და სამედიცინო პერსონალს უნდა გაუკეთდეს.
თუ ვინ მიიღებს ვაქცინას პირველი ამაზე დისკუსია კვლავ მიმდინარეობს.
„ბევრი ადამიანი თანხმდება, რომ პირველად ვაქცინა უნდა გაუკეთდეს სამედიცინო პერსონალს. მაგრამ აქაც უნდა გადაწყდეს მათგან რომელია მაღალი რისკ-ჯგუფში. შემდეგ მოხუცებს და ა.შ. ამ თემაზე ბევრი გაიდლაინი შეიქმნება. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯანმრთელ ახალგაზრდებს, შესაძლოა კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად დაცდა 2022 წლამდე მოუწიოთ“,- განაცხადა სვამინათანმა.











