არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ Covid-19-ის პანდემია წლის ბოლომდე დასრულდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
WHO-ს საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის შემსუბუქება ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებლის კლებისთვის ხელის შეწყობით შეიძლება.
„ძალიან ნაადრევი და არარეალური იქნება იმაზე ფიქრი, რომ კოვიდის პანდემია წლის ბოლომდე დასრულდება. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მის დასრულებას ხელი შევუწყოთ თუ ჭკვიანურად მოვიქცევით. უნდა შევამციროთ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი“,- განაცხადა რაიანმა.











