WHO-ს ინფორმაციით, ჩინეთი ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევართა ჯგუფის ჩასვლას მიესალმება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძლებს ჩინეთის ხელისუფლებასთან მუშაობას, რათა შეთანხმდეს ის ადგილები, რომლებსაც ჯგუფის წევრები მოინახულებენ. ჩვენი ინფორმაციით, ჩინეთი ქვეყანაში ამ ჯგუფის ჩასვლას მიესალმება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ბაბატუნდ ოლოვოკუერმა.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდი ჩინეთში იანვრის პირველ კვირას ჩავა.











