WHO-ს განცხადებით, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი ჩინეთში გაემგზავრება და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებას გააგრძელებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ზაფხულში ჩინეთში WHO-ს თანამშრომელთა გუნდი გავაგზავნეთ, რათა ჩინელ კოლეგებთან ერთად განეხილათ, თუ რა ტიპის კვლევების ჩატარებაა საჭირო, რის შედეგადაც სამუშაოების ორი ფაზა გამოვყავით“, – განაცხადა WHO-ს წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ.
მისი თქმით, შემდეგ ეტაპზე ჩინეთში მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის გამგზავრება იგეგმება.
WHO-ს საგანგებო პროგრამების დირექტორის, მაიკ რაიაის განცხადებით, ისინი გამოიკვლევენ როგორც ვირუსის ცხოველურ წამოშობას, ასევე იმასაც თუ როგორ შეუძლია ვირუსს ერთი სახელობიდან მეორეზე გადასვლა.











