ჩვენ ჯერ კიდევ კოვიდ პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში ვიმყოფებით. ეს იქნება ერთი დიდი ტალღა, რომელიც ჯერ მაღლა აიწევს, შემდეგ კი დაღმასვლას ნელ-ნელა დაიწყებს,- ამის შესახებ WHO-ს წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
მარგარეტ ჰარისის თქმით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადრევე აფრთხილებდა მოსახლეობას, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივ გრიპის ვირუსებს არ ჰგავს და რომ ზაფხულშიც იქნებოდა გადაცემის შემთხვევები.
„ხალხი ჯერ კიდევ სეზონებზე ფიქრობს. ჩვენ წინაზე არსებული რეალობა ასეთია – ეს არის ახალი ვირუსი და მისი „ქცევა“ განსხვავებულია“,- განაცხადა WHO-ს წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა.











