ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებით ევროპას „რთული პერიოდი“ ეწყება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ საკლასო ოთახებს ვირუსების გავრცელებაში დიდი როლი არ მიუძღვით. არსებობს სულ უფრო მეტი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ახალგაზრდები სხვადასხვა სოციალურ შეკრებაზე ვირუსის გადამტანები არიან. კორონავირუსი ეს არის ტორნადო გრძელი „კუდით“,- აღნიშნა WHO-ს წარმომადგენელმა.











