WHO-ს განცხადებით, ევროპის რეგიონი კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წყაროა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპის რეგიონზე კორონავირუსის გლობალური შემთხვევების 44% და კორონავირუსით სიკვდილიანობის 49% (32,684 შემთხვევა) მოდის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რიგ ქვეყნებში მკაცრი ზომების ხელახალა შემოღებამ ვირუსის გადაცემის შენელებას ხელი შეუწყო.











