გასულ კვირას, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 8%-ით გაიზარდა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერჰოვემ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, უკვე ზედიზედ მეხუთე კვირაა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იმატებს.
როგორც კერჰოვემ აღნიშნა, ევროპის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 12%-ით გაიზარდა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 49%-ით.
ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 124 მილიონს გადააჭარბა.











