WHO-ს განცხადებით, გასულ კვირას მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„გასულ კვირას კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 66 000-მდე იყო, რაც წინა კვირის მაჩვენებელთა შედარებით 20%-ით ნაკლებია”,- აცხადებენ ჯანმოში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელმა 11%-ით იკლო.











