WHO-ს განცხადებით, გასულ კვირას მსოფლიო მასშტაბით კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„გასულ კვირას კოვიდის შემთხვევების რაოდენობამ 11%-ით მოიმატა. ახლა დანებების დრო არ არის.“,- განაცხადა WHO-ს ეპიდემიოლოგმა, მარია ვან კერჰოვემ.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 120,784,134 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 2,672,480 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 97,424,966-ს შეადგენს.











