მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისშია,- ამის შესახებ კორონავირუსის საკითხებში WHO-ს სპეციალურმა წარმომადგენლმა, დევიდ ნაბარომ განაცხადა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„სიტუაცია ბევრად უარესია, ვიდრე ნებისმიერი სამეცნიერო ფანტასტიკა პანდემიის შესახებ. ჯერ პანდემიის ნახევარიც არ გაგვივლია, მის დასაწყისში ვართ. ის უფრო საძაგელი ხდება. ამ ფაზას გავდივართ ევროპაში, სადაც ვაკვირდებით, რომ ყველაფერი უკან ბრუნდება.
ჩვენ ვხედავთ, თუ რა ზიანს აყენებს იგი მსოფლიოს. საშინელი სიტუაციაა. ეს საშინელი მდგომარეობაა. ეკონომიკის უზარმაზარ შემცირებას მივიღებთ, რაც, ალბათ, ღარიბი ხალხის რაოდენობას გააორმაგებს“, – განაცხადა ნაბარომ.