კორონავირუსის ცირკულირებით მიღწეული კოლექტიური იმუნიტეტის სტრატეგია პრობლემატურია, როგორც სამეცნიერო ისე ეთიკური კუთხითაც – ამის შესახებ WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„იმუნიტეტის მიღწევა ადამიანების ვირუსისგან დაცვით ხდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში კოლექტიური იმუნიტეტი არასდროს ყოფილა გამოყენებული, როგორც ინფექციის აფეთქებაზე რეაგირების სტრატეგია. ეს პრობლემატურია, როგორც სამეცნიერო, ასევე ეთიკური კუთხითაც“, – განაცხადა გებრეიესუსმა.











