სკოლები საზოგადოების მიკროკოსმოსია, როდესაც საქმე კორონავირუსის გავრცელებას ეხება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„თუ ჩვენს საზოგადოებაში ვირუსის გავრცელებას ინტენსიური და ფართო სახე აქვს, მაშინ ეს დაავადება სკოლებშიც გარცელდება. ვირუსის გავრცელება ბავშვებსაც შეუძლიათ. თუმცა, საბედნიეროდ, ბავშვებს ვირუსის მძიმე ფორმები არ აღენიშნებათ.
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ვირუსის გადაცემის პროცესში“, – აცხადებს რაიანი.
მისი თქმით, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში სკოლა უფრო უსაფრთხო ადგილია.











