WHO-ს საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ რაიანი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე წელი, შესაძლოა პირველთან შედარებით უფრო მძიმე იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„პანდემიის მეორე წელში შევდივართ, რომელიც, შესაძლოა, უფრო მძიმე იყოს ვირუსის გავრცელების დინამიკისა და სხვა საკითხების გათვალისწინებით“,- აღნიშნა რაიანმა.











