WHO-ს განცხადებით, გასულ კვირას მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 17%-ით დაიკლო.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზედიზედ მეოთხე კვირაა, რაც კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს.
გასულ კვირას მსოფლიო მასშტაბით, კოვიდის 3,1 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.











