WHO-ს კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, მარია ვან კერჰოვეს თქმით, კოვიდის ახალი მუტაციები ვირუსთან ბრძოლაში მარცხს არ ნიშნავს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ ომს ვაგებთ? არა. კაცობრიობა კორონავირუსის წინააღმდეგ ომს არ აგებს, ჩვენ დავამარცხებთ ვირუსს. ჩვენ ვებრძვით ვირუსს, მის ახალ მუტაციებს და არა ერთმანეთს.ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის დამარცხება“,- განაცხადა კერჰოვემ.











