ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის (WHO) მთავარი მეცნიერის, სუმია სვამინატანის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის ანტისხეულები მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს აქვს.
ინფორმაციას ამის შესახებ APA ავრცელებს.
„მსოფლიო მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს კორონავირუსის ანტისხეულები აქვს. განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ დასახლებებში, არის ისეთი ადგილები, სადაც მოსახლეობის 50-60%-ს ვირუსი გადატანილი აქვს და შესაბამისად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებიც აქვს. კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა“,- აცხადებს სვამინატანი.
მისივე განცხადებით, დღეს არსებული ვაქცინები დაავადების მძიმე ფორმებისგან, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობისგან დაცვის მაღალ დონეს გვთავაზობენ.











