WHO-ს ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, ვაქცინის ნაციონალიზმი ყველასთვის საზიანოა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაციის გარეშე დატოვება გაახანგძლივებს დაავადებას, გარდაცვალების შემთხვევებს, ლოქდაუნების გამო გამოწვეულ ტკივილს და ხელს შეუწყობს კოვიდის ახალი მუტაციების წარმოქმნას, რადგან ვირუსი დაუცველ მოსახლეობაში გავრცელებას გააგრძელებს“,- აცხადებს გებრეიესუსი.











