პროგნოზები აჩვენებს, რომ გაზაფხულისთვის ევროპის რეგიონში კორონავირუსს კიდევ 700 000 ადამიანი შეიძლება ემსხვერპლოს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისში განაცხადეს.
ინფორმაციას ABCSNEWS-ი ავრცელებს.
„დღეს, კოვიდსიტუაცია ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით ძალიან სერიოზულია. წინ რთული ზამთარი გველის, მაგრამ იმედის გარეშე არ უნდა ვიყოთ, რადგან ყველა ჩვენგანს – მთავრობებს, ჯანდაცვის ორგანოებსადა ინდივიდებს – შეგვიძლია გადამწყვეტი ზომების მიღება პანდემიის სტაბილიზაციისთვის.
„იმისათვის, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება გავაგრძელოთ, უნდა გამოვიჩინოთ „ვაქცინა პლიუს“ მიდგომა. ეს ნიშნავს ვაქცინის სტანდარტული დოზების მიღებას, შეთავაზების შემთხვევაში, გამაძლიერებელი დოზის მიღებას, ასევე პრევენციული ზომების ჩართვას ჩვენს ჩვეულ რუტინაში“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:











