„რაც არ უნდა ცუდი სიტუაცია იყოს, იმედი ყოველთვის არის“,- ამის შესახებ WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„ძლიერი ლიდერობით, საზოგადოების ჩართულობითა და ვირუსის გადაცემის ჩახშობის ყოვლისმომცველი სტრატეგიით COVID-19-ის შეჩერება შესაძლებელია. არ არის საჭირო ვაქცინის ლოდინი. ადამიანთა სიცოცხლეები უნდა გადავარჩინოთ. ვაქცინების კვლევების დაჩქარება და პარალელურად ხელთ არსებული ინსტრუმენტებით უფრო მეტის გაკეთება უნდა განვაგრძოთ“,- განაცხადა გებრეიესუსმა.











