WHO-ს ექსპერტები უჰანის ლაბორატორიას სტუმრობენ. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ჯანმოს გუნდის წამყვანი ექსპერტი, პეტერ ემბარეკი უჰანის ვირუსოლოგიის ინსიტუტში 9:30-დან იმყოფება.
„ველი, რომ პროდუქტიული დღე იქნება. მნიშვნელოვან ხალხს შევხვდებით და საჭირო შეკითხვებს დავუსვამთ“,- აცხადებს ემბარეკი.
შეგახსენებთ, რომ ჯანმოს ექსპერტების უჰანში ვიზიტის მიზანი კოვიდის წარმოშობის გამოკვლევაა.











