WHO-ს განცხადებით, 24 საათის განმავლობაში გლობალური მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების183,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
შემთხვევების დიდი ნაწილი ამერიკას უკავშირდება.
ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 9 მილიონს უახლოვდება, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 468,000-ზე მეტია.











