ჩინეთმა WHO-ს ექსპერტთა ჯგუფის წევრების ქვეყანაში ჩასვლა, რომლებსაც კორონავირუსის წარმოშობა უნდა გამოეკვლიათ, დაბლოკა. ჩინური მხარის ინფორმაციით, ექსპერტთა ვიზები ჯერ დამტკიცებული არ არის. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„იმედგაცრუებული ვარ ამ ამბით. კონტაქტი მაქვს ჩინეთის წარმომადგენლებთან და მათთან საუბრისას კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ეს მისია პრიორიტეტულია“,- აცხადებს WHO-ს ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების საკითხის დასადგენად ჩინეთის ქალაქ უჰანში იანვარში ჩავლენ.











