სამხრეთ აფრიკამ „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით გამჭვირვალობისთვის ოქროს მედალი უნდა მიიღოს და არა სამოგზაურო შეზღუდვები, – ამის შესახებ WHO-სოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.
„სამხრეთ აფრიკამ ოქროს მედალი უნდა მიიღოს თავისი მეცნიერებისა და გამჭვირვალობის ხარისხისთვის. თუმცა, შემდეგ სამხრეთ აფრიკას აგრძნობინო, რომ სწორი საქმის გაკეთება ძალიან ცუდ შედეგს იწვევს, არ არის კარგი. ეს სხვა ქვეყნებს აფიქრებინებს, რომ თუ მათთანაც გაჩნდება კოვიდის ახალი შტამი, ამის შესახებ არ უნდა განაცხადონ, რადგან პასუხად ცუდ რეაქციას მიიღებენ“, – განაცხადა ჰარისმა.











