WHO-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, სექტემბრში ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მზარდი მაჩვენებელი საგანგაშო სიგნალია.
„კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური ზრდა მარტის მაჩვენებელს აღემატება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტმა ინფიცირების შემთხვევების სულ მცირე, 10%-იანი ზრდა დააფიქსირა. ჩვენ წინაშე ძალიან სერიოზული ვითარებაა.სექტემბრის მონაცემები ყველა ჩვენგანისთვის განგაშის სიგნალი უნდა იყოს. იმის მიუხედავად, რომ ეს ციფრები ასახავს უფრო ყოვლისმომცველ ტესტირებას, ის ასევე აჩვენებს რეგიონში დაავადების გავრცელების საგანგაშო მაჩვენებელს“,- განაცხადა კლუგემ.











