ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, მეცნიერული მიღწევების ერთმანეთისთვის გაზიარება პანდემიის დამარცხების საუკეთესო საშუალებაა.
„თუ მეცნიერულ მიღწევებს ერთმანეთს არ გავუზიარებთ პანდემიას მალე ვერ დავამარცხებთ. ამ ყველაფერს როგორც საქველმოქმედო საქმიანობას ისე არ უნდა შევხედოთ. პირიქით, ეს პანდემიის მწვავე ეტაპის დასასრულებლად, ვირუსის ახალი ვარიანტების შემცირებისა და გლობალური ეკონომიკი აღდგენის საუკეთესო საშუალებაა“,- ამბობს ჯანმოს დირექტორია.











