WHO-ს საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, უახლოესი 3-6 თვის განმავლობაში, ვაქცინის საკმარისი მარაგი არ იქნება. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„ვაქცინის საკმარისი მარაგი არ გვექნება, რათა თავიდან ავიცილოთ ინფიცირების შემთხვევების ზრდა უახლოეს 3-6 თვეში“, – აცხადებს რაიანი.
მაიკ რაიანი მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან სოციალური დისტანცია და გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული შეზღუდვები.











