WHO-ს ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის მიწოდების მცდელობის დროს ქვეყნები საკუთარ ინტერესებს სხვების ინტერესებზე წინ აყენებენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც გებრეიესუსმა აღნიშნა, მსგავსი მიდგომა პანდემიას უფრო აუარესებს.
მოქმედება სტრატეგიულად და გლობალურად, ფაქტობრივად, თითოეული ქვეყნის ეროვნული ინტერესებია – არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება. უნდა დასრულდეს „ვაქცინის ნაციონალიზმი“,- განაცხადა მან.











