უნდა გავიაზროთ, რომ კორონავირუსს ჩვენი მოკვლა შეუძლია,- ამის შესახებ WHO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა. ინფორმაციას cnbc-ი ავრცელებს.
რაიანმა ვირუსის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ არ არის ცნობილი რამდენმა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ვირუსი, რომ კოლექტიური იმუნიტეტი შეიქმნას.
„ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი 60%-დან 80%-მდე არის. სხვები მიიჩნევენ, რომ უფრო ნაკლებია. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ეს მაჩვენებელი, ჩვენ ახლოსაც კი არ ვართ. ეს კი ნიშნავს, რომ სანამ იმუნიტეტის დონეს მივაღწევთ, ვირუსი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება საფრთხე“, – აღნიშნა მან.











