ვირუსი განვითარებას განაგრძობს, რის შედეგადაც უფრო გადამდები ვარიანტები ჩნდება,- ამის შესახებ ჯანმოს ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„კოვიდის დელტა შტამი 111-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული და ველით, რომ ის მალე კოვიდ 19-ის დომინანტური შტამი გახდება მსოფლიოში,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ვაქცინების გლობალურ განაწილებაში „შოკისმომგვრელ უთანასწორობაზე“ და აღნიშნა, რომ ამ უთანასწორობის გამო არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინებზე ყველაზე მეტი წვდომა აქვთ და ხსნიან შეზღუდვებს მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანას ვაქცინები ჯერ კიდევ არ მიუღია, ან არასაკმარისი რაოდენობა აქვს მიღებული.











