YouTube Covid-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით იმ ვიდეოებს წაშლის, რომელიც ადგილობრივი სამედიცინო ორგანოების ან WHO-ს ექსპერტების განცხადებებს ეწინააღმდეგება. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„Covid-19-ის ვაქცინა, შესაძლოა, ძალიან მალე იყოს. ამიტომ უზრუნველვყოფთ, რომ სწორი პოლიტიკა გვქონდეს, რათა Covid-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია ჩვენი პლატფორმიდან ამოვიღოთ. ნებისმიერი კონტენტი, რომელიც ადგილობრივი სამედიცინო ორგანოების ან WHO-ს ექსპერტების განცხადებებს ეწინააღმდეგება YouTube-იდან წაიშლება“, – ნათქვამია YouTube-ის განცხადებაში.
კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ პლატფორმიდან ნებისმიერი კონტენტი წაიშლება, სადაც საუბარი იქნება იმაზე, რომ „ვაქცინა ხალხს კლავს ან უნაყოფობას იწვევს“, ან რომ „მიკროჩიპების ჩასმა მოხდება იმ ადამიანებში, რომლებიც ვაქცინას მიიღებენ“.
YouTube-ის განცხადებით, მათ პლატფორმიდან 200 000 -ზე მეტი ვიდეო უკვე წაშალეს.











