დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, დღეისთვის კვლევაში რეინფიცირებაზე საეჭვო 140-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
მისივე თქმით, მათ შორის, 16-მდე შემთხვევაში კვლევა დასრულებულია.
„3 შედეგი გვაქვს მიღებული, როდესაც ეს ნამდვილად რეინფექციაა. ასევე, რეინფექციად განისაზღვრება ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანის ჭეშმარიტი ინფიცირება ორჯერ, თანმიმდევრულად ხდება, ისე რომ ერთხელ სრულად გამოჯანმრთელდება და მერე მეორეჯერ ხდება ადამიანის ინფიცირება. როგორც ჩანს, ამ ვირუსის მიმართ ვარაუდი, რომ რეინფიცირების შემთხვევები ცოტა, ან არ იქნებოდა, მცდარი აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ამ ვირუსით ადამიანი შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს“, – განაცხადა ზახაშვილმა.











