ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„ჩვენ ავღანეთში ერთად შევედით და რა თქმა უნდა, იქიდან გამოსვლის პროცესიც ერთობლივი იქნება. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთიდან ამერიკული ძალების გაყვანა 1-ელ მაისს დაიწყება.











