ჩვენი დღევანდელი დისკუსია იქნება მიმართული სწორედ იქითკენ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესების დაჩქარების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ წლის ბოლოს გაიმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი“. სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის მზადების თვალსაზრისითაც უნდა გავნიხილოთ წლევანდელი კონფერნეცია. კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება ასოცირებულ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივ დეკლარაციას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, რომ აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორ რეგიონის ქვეყნებს შორის იყოს გამონახული ახლებური მიდგომები, სწორედ იმ გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ბათუმში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.











