“საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დეკლარაციაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი და დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დეკლარაციაში ვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შეფასებები. კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ ეს იყო კონკურენტული, თავისუფალი არჩევნები და დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება. ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნაშია ასახული. ამ მიმართულებითაც ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი – შემუშავებულია კანონპროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. უაღრესად პოზიტიური შეფასება გვაქვს უვიზო რეჟიმის იმპლემენტაციის თვალსაზრისით. მნიშვნელოვნად არის შემცირებული თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა და ევროკავშირის ანგარიშში უვიზო რეჟიმის იმპლემენტაციამ მაღალი შეფასება დაიმსახურა“, – განაცხადა ზალკალიანმა.











