„ვფიქრობ, ზაფხულის ბოლოს სრულიად განსხვავებული სიტუაცია გვექნება“,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„სიტუაცია ახლა ისეთია, რომ ვაქცინის მისაღებად რიგებში დგომა არავის უწევს. ამიტომაც ყველას ვთხოვ, ვაქცინა მიიღონ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, აშშ მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 33,274,659 შემთხვევაა დადასტურებული.











