„ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა დღეს მხარდამჭერების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
,,დღეს ჩვენი მხარდამჭერების გიორგი შუბითიძის და გიგა ჯალაღონიას დაკავება არის „ნაციონალური მოძრაობის“ პროვიკაციის შედეგი. რა თქმა უნდა ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, თუმცა ეს იყო პროვოკაცია რაც ნაციონალებმა გააკეთეს,“ – ამბობს ზაურ დარგალი.
ცნობისთვის 29 სექტემბერს „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირების მონაწილე ორი პირი დღეს დილით დააკავეს.
ავტორი: მარიამ ქველაძე











