ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი აქციებს აანონსებს.
„გამოსავალს ჩვენ უკვე გარეთ გასვლაში ვხედავთ. აქციების გამართვაში. ისევ სახელმწიფოს დავეხმაროთ, რომ წინ მაინც წავიდეთ,“ – ამბობს ბუთხუზი.
საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ზაზა გახელაძემ ე.წ. მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა. რის შემდეგაც, ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.
ოჯახის ინფორმაციით, დაჭრილი გახელაძე ცხინვალის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
ზაზა გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.










