fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხი მწვავედ დაისვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში – დავით ზალკალიანი

18:44 თებერვალი 20, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
992
ნახვა

საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა, ცხვინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე ისაუბრა.

მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს მთავრობა რეგულარულად სვამდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციასთან არსებული საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში.

„ზაზა გახელაძისა და დანარჩენი უკანონო პატიმრების გათავისუფლების თემა საქართველომ კატეგორიულად მოითხოვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში; არაერთხელ მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება და თანათავმჯდომარეების მედიაციის გამოყენება; საკითხი მწვავედ დაისვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, როგორიცაა ეუთოს მუდმივი საბჭო, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი და სხვა საერთაშორისო ფორმატები,“ – აღნიშნა ზალკალიანმა და დასძინა, რომ ზაზა გახელაძის საკითხზე ფართო საერთაშორისო გამოხმაურება იქნა უზრუნველყოფილი.

კონკრეტულად, 9 თებერვალს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხზე, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) ღრმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით; 10 თებერვალს, საქართველოს ინიციატივით გაიმართა დებატები ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომის დღის წესრიგის 2.1: ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში პუნქტის ქვეშ. ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა წევრ სახელმწიფოებს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის პატიმრობის 12 წლით გაგრძელების შესახებ; 11 თებერვალს, ქართული მხარის ინიციატივით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე. სხდომის ფარგლებში, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, უკრაინისა და აზერბაიჯანის დელეგაციებმა; ასევე, კანადის დელეგაციამ, ისლანდიის, ლიხტენშტეინისა და ნორვეგიის სახელით. მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, კანადის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის მინისტერიალზე, რომლის ფარგლებშიც მან ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, მათ შორის ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე. ისე როგორც აღნიშნულ ტემაზე მსჯელობა წარიმართა 15-16 თებერვალს ეუთო-ში შვედეთის თავმჯდომარეობის რანგში შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ან ლინდეს ოფიციალური ვიზიტისას საქართველოში.

თეგები: დავით ზალკალიანიზაზა გახელაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ზალკალიანი: ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს დიდი ტყუილია, არანაირი შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

სექტემბერი 29, 2021
839
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – პრემიერ-მინისტრს გაეროს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიასა და საქართველოს როლზე რეგიონში

სექტემბერი 24, 2021
780
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – საბერძნეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე საქართველოს როლს რეგიონში და იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პრემიერ-მინისტრის ბოლო ინიციატივებით ასრულებს

სექტემბერი 24, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია