ყველაფერი იქით მიდის, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შედგება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„უკვე დავავალე ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომ პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციას დაეკონტაქტოს, რათა მათ იპოვონ ადგილი, სადაც ჩვენ შევძლებთ შეხვედრას“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა დონბასში შესთავაზა. პუტინმა კი განაცხადა, რომ მზად არის ზელენსკის მოსკოვში შეხვდეს.











