უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინის პირველ ლედის ორმხრივი პნევმონია აქვს.
„უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე, ელენა ზელენსკი კიევის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას საშუალო სიმძიმის ორმხრივი პნევმონია აქვს“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ მას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ზელენსკისა და მათი შვილების პასუხი კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი იყო.











