ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში ნიღბიანი პირები გვიან ღამით ლილუაშვილების ოჯახში შეიჭრნენ. ისინი მუქარის ძალით თანხის წაღებას ცდილობდნენ.
ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით, მათ წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, ხმაური ატეხეს და დახმარება ითხოვეს, რაზეც მძარცველები გაბრაზდნენ, ჰაერში გაისროლეს და გაიქცნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: კესო მოლაშხია











