საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის განცხადებით, პანდემია სულ უფრო მეტად ჩქარდება და ნათელია, რომ ქვეყანაში მესამე ტალღაა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, ამ მომენტისთვის საფრანგეთში ყოველ 4 წუთში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ერთი კოვიდინფიცირებული გადაჰყავთ.
ჟან კასტექსმა აღნიშნა, რომ წინა ტალღებისგან განსხვავებით, ჰოსპიტალიზებულთა ასაკი გაახალგაზრდავდა.
საფრანგეთის პრემიერის თქმით, ქვეყანაში დღეს კოვიდის 35 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს წინა კვირის მაჩვენებელზე 23.6%-ით მეტია.











