ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს.
„ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან ყოველთვის ორმხრივ პატივისცემას ეფუძნებოდა, ჟიგიმანტას პავილიონისმა გადაწყვიტა, ჭკუა ასწავლოს საქართველოს და დაიცვას ერთი მხარე და მეორე დაადანაშულოს“, – განაცხადა ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერმა, იულიუს საბატაუსკასმა.
პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლიეტუვის სეიმის სპიკერმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმაც. მისი თქმით, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამ ვიზიტის დროს დიპლომატიური უნდა ყოფილიყო. მისივე თქმით, პავილიონისის ნებისმიერი განცხადება, შეიძლება გამოიყენონ „არამეგობრულმა ძალებმა“, რათა ლიეტუვისა და საქართველოს ურთიერთობები დააზიანონ.
„ნათელია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პავილიონისს ჰქონდა პირადი პოზიცია, ის საქართველოში ვიზიტისას განსაკუთრებულად დიპლომატიური უნდა ყოფილიყო“, – განაცხდა ლიეტუვის პარლამენტის სპიკერმა.











