რამდენიმე საათის წინ, მცხეთა-მთიანეთის გზაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალში სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორცვს დაეჯახა, რასაც სატვირთოს ამოტრიალება მოჰყვა. “პრაიმტაიმს” შემთხვევის ადგილიდან ფოტოები თვითმხილველმა მოაწოდა. როგორც მან აღნიშნა, ჟინვალი-ანანურის გზის მონაკვეთში განსაკუთრებულად ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.
“ამ ადგილას ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები. ძალიან ცუდი მოსახვევია, გზა ვიწროვდება და კარგი ხილვადობა არაა. ამ შემთხვევაშიც სატვირტთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მართვა დაკარგა, რასაც მანქანის ამოტრიალება მოჰყვა. მძღოლი ცოცხალია, თუმცა აქვს თუ არა დაზიანებები მიღებული არ ვიცი.” – ამბობს თვითმხილველი.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟი.











