ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში მონაწილე ოთხი პირი ლიკვიდირებულია.
დაკავებულია კიდევ ორი პირი და გათავისუფლებულია მძევლად აყვანილი სამი სამართალდამცველი.
გავრცელებული ვერსიით თანახმად, თავდამსხმელები უცხოელი დაქირავებული მკვლელები იყვნენ, რომლებიც ინგლისურ და ესპანურ ენაზე საუბრობდნენ. მათ ნარკოტიკებთან ბრძოლის ამერიკული ადმინისტრაციის თანამშრომლებად გაასაღეს თავი.











